სასტიკი მკვლელობა სოფელ მანდაეთში - 67 წლის ქალი აწამეს და გაგუდეს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 26.02.2016
ნანახია: 1781

მორიგი სასტიკი მკვლელობა მოხდა მანდაეთში - 67 წლის ნინა გოგოლაძე საკუთარ სახლში თავდამსხმელებმა საწოლზე დააბეს და შემდეგ ზეწრით გაგუდეს.

აღენიშნება.  სასტიკი დანაშაულის მოტივი კი 150 ლარია. ყაჩაღები სავარაუდოდ, გოგოლაძისგან პენსიის თანხას ითხოვდნენ.

სოფლის მოსახლეობა დამნაშავის დასჯას და ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ. მანდაეთის მაცხოვრებლები მომხდარის დროულად გამოუძიებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით და  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. 

გამძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

შემთხვევა გუშინ მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე