თბილისში მკვლელობა მოხდა - დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლულია ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი

საქართველო, თბილისი - 19:46 | 24.06.2022
ნანახია: 470

თბილისში, ბაგებში მკვლელობა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი.

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე