ტყიბულში აქციის მონაწილეები გაფიცვას აგრძელებენ

საქართველო, თბილისი - 09:46 | 26.02.2016
ნანახია: 1718

ტყიბულში საქნახშირის შენობასთან ღამით უკიდურესად დაძაბული ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. აქციის მონაწილეები საქნახშირის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან და აგრძელებენ გაფიცვას. ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

მათთან ერთად იმყოფებიან სტუდენტებიც. ორგანიზაცია მწვანე მუშტი კი ტყიბულის მსგავსად დღეს საპროტესტო აქციის გამართვას თბილისშიც გეგმავს.

ტყიბულში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომპანია საქნახშირმა დასაქმებულებს ხელფასების გადახედვა ორი თვის ვადაში შესთავაზა და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურების პირობაც მისცა. ეს წინადადება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და შეთავაზების ფურცელი დახიეს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე