28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი მოკლა

საქართველო, თბილისი - 16:27 | 25.02.2016
ნანახია: 1659

უბედური შემთხვევა მოხდა კასპში - სოფელ ხანდაკში 28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე დაწყებული გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე