წნორში სანიაღვრო არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 20:58 | 18.06.2022
ნანახია: 486

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში სანიაღვრო არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ტრაგიკული შემთხვევა 17 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივების მონათხრობს ეყრდნობა, ბავშვი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც ძლიერი ქარი და წვიმა დაიწყო. ადგილობრივების ვარაუდით, მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე