ლეონარდო დი კაპრიოს ორეული Ralph Lauren-ის სახე გახდა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 25.02.2016
ნანახია: 2057

შვედმა ბარმენმა და დამწყებმა მუსიკოსმა კონრად ანერუდმა ინტერნეტში დიდი პოპულარობა ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოსთან საოცარი მსგავსების წყალობით მოიპოვა. 21 წლის შვედი გაჭრილი ვაშლივით გავს ახალგაზრდა ლეონარდოს, როდესაც ის ”ტიტანიკში” თამაშობდა.

გამოცემა The Telegraph-ი ამტკიცებს, რომ ანერუდს არასდროს უთანაშრომლია სამოდელო სააგენტოებთან, თუმცა ის Ralph Lauren-ის სახე გახდა და ცნობილი მარკის ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

”ხანდახან რთულია, როდესაც ადამიანები ჩემი სახელის ნაცვლად ”ლეოს” მეძახიან. მაგრამ ეს სახალისოა. მომწონს მას რომ ვგავარ, ის ძალიან ლამაზია”, - ამბობს ანერუდი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე