"თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისცენტრი თბილისში
საქართველო, თბილისი - 19:04 | 13.06.2022 ნანახია: 720
"თეგეტა მოტორსი" მომსახურების ქსელს აფართოებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარედ გაიხსნა.
ეს "თეგეტას" უკვე მეშვიდე ობიექტია დედაქალაქში, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მფლობელებს გაუწევენ მომსახურებას. მომხმარებელი ახალ ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს.
ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, შოურუმსაც გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ალექსანდრე ლაფერიშვილი, "თეგეტა მოტორსის" საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი: "ახალი სერვისცენტრის გახსნით დედაქალაქს "თეგეტა მოტორსის" კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალ ობიექტში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს შევთავაზებთ. აქვე განთავსებულია შოურუმი, სადაც პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების საავტომობილო პროდუქტებია წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს როგორც მომსახურების მიღებას, ისე საავტომობილო პროდუქციის შეძენას".
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 330 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტი ავტომფლობელის მომსახურებას შეძლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისის მიღებაა შესაძლებელი:
• ძრავაში ზეთისა და ფილტრის შეცვლა
• გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
• საბურავების სერვისი
• ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
• აკუმულატორების შეცვლა
• ნათურების შეცვლა/ფარების გასწორება
• ფრეონის დამატება
სერვისცენტრში, რომელიც შოურუმსაც მოიცავს, პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საცხებ -საპოხი მასალები, აკუმულატორები, საბურავები, ავტომობილის აქსესუარები და სხვა.
გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ფილიალი განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი გრაფიკით იმუშავებს და მომხმარებელს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე გაუწევს სათანადო მომსახურებას. შედარებით მოკლე სამუშაო დღეა კვირას - სერვისცენტრი საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.




პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















