საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Agro Management Group-მა ლაგოდეხში თხილის ბიზნესი გააფართოვა
საქართველო, თბილისი - 11:11 | 13.06.2022 ნანახია: 667
საქართველოს ბანკი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ბანკთან პარტნიორობით Agri Management Group-მა ლაგოდეხში თხილის სასაწყობე და საშრობი საწარმო (ცენტრი) შეიძინა და ამით თხილის ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვა. ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში 24 ტონა თხილის გაშრობა არის შესაძლებელი, ხოლო უშუალოდ საწყობის ტევადობა 400-500 ტონაა. თხილის ცენტრი კახელ ფერმერებს მოსავლის შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რომელიც მოიცავს თხილის გაწმენდას (მწვანე მასისგან, ფუჩეჩისგან გაცლა), გაშრობას და შენახვას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. პროექტის საწყისი ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა საქართველოს ბანკის მიერ.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ პარტნიორთან ერთად კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ. ეს ჩვენი უკვე რიგით მეორე თხილის ცენტრია, რომლითაც მთლიანად მოვიცვით კახეთის ორი დიდი რეგიონი. პირველი ცენტრი მდებარეობს ყვარელში და მისი მშენებლობის ჯამური ინვესტიცია 500 000 აშშ დოლარია, ის ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია საქართველოში. აღსანიშნავია, სოფლის განვითარების სააგენტოს, USAID-ის და კომპანია „ფერეროს“ დიდი როლი ამ ცენტრის შექმნაში. ახლა კი მეორე ობიექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ლაგოდეხშიც შევიძინეთ. ამ ახალი ცენტრით ჩვენ შევძლებთ ვუზრუნველვყოთ თხილის ისეთი ხარისხის მდგრადობა, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის თხილს, როგორც ქართულ ენდემურ, ასევე ევროპულ ჯიშებს. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ კომპანია „ფერერო“-სთან, რომელიც ჩვენი თხილის ცენტრებში გასუფთავებული, გაშრობილი და დასაწყობებული თხილის ძირითადი შემსყიდველია. ამ ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, დაგვიგროვდა საკმარისი გამოცდილება თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ფერმერს, მოიყვანოს და აწარმოოს უმაღლესი ხარისხის თხილი. გვჯერა, ამით მათ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მოახდინონ ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია“,- განაცხადა დიმიტრი ალექსიძემ, კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.
„გვეამაყება რომ, მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო კიდევ ერთი, მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის. Agri Management Group- თან ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს კომპანია არის საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც პროდუქტის რეალიზაციას ახდენს „აგრიჯორჯიაზე“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა საქართველოში.
კომპანია ფლობს 75 ჰექტარ თხილის ბაღს სოფელ ენისელში, ასევე 40 ჰა-ს ნეკრესში. ახლა უკვე აქვს ორი თხილის ცენტრი, რითიც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს თხილის, როგორც დიდი აგროპოტენციალის მქონე ბიზნესისა და ასევე, კახელი ფერმერის გაძლიერებაში. კომპანია არ ჩერდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხსნის ახალ ობიექტებს და ჩვენც გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატებები სამომავლო განვითარების გეგმებში“,- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















