საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 11.06.2022
ნანახია: 549

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ორი ავტობუსი სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა.

ავტობუსები ერთმანეთს გვირაბში შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან. ფეხბურთელის ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან, ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე