თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 10.06.2022
ნანახია: 547

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. 47 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური.

დაჭრილი ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად კი გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე