საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი - MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე
საქართველო, თბილისი - 17:54 | 08.06.2022 ნანახია: 711
• MAN TGS-მა თვითმცლელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება;
• საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში წარმატება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად;
• MAN Lion's Coach-მა სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში ჯილდო მეოთხედ მიიღო;
• მეოთხედ აიღო პირველი ადგილი სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ, ნულოვანი გამონაბოლქვით.
ETM (EuroTransportMedia) Awards 2022-ის ტრიუმფატორი MAN Truck & Bus გახდა. კომპანიამ სატვირთო ავტომანქანების, ავტობუსებისა და ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით 4 კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.
დაჯილდოების ცერემონია 1-ელ ივნისს ბერლინში ჩატარებული კონგრესის „მომავლის კომერციული სატვირთო ავტომანქანები 2022“-ის ფარგლებში გაიმართა.
საუკეთესო კომერციული სატვირთო მანქანებისა და ბრენდის გამოსავლენად სატვირთო კომერციული მანქანების გამოცემა ETM-Verlag-ის 6000-მა მკითხველმა მისცა ხმა. გამოკითხვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კომპანია DEKRA, რომელიც ავტომანქანების ტესტირებას ახორციელებდა.
მკითხველთა გამოკითხვაში "საუკეთესო სატვირთო მანქანა", "საუკეთესო ფურგონი" და "საუკეთესო ავტობუსი", 16 კატეგორიაში, 216-ზე მეტი კომერციული სატრანსპორტო საშუალების მოდელი მონაწილეობდა.
"ETM Awards ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია MAN-ის გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდისთვის. 200-ზე მეტ კონკურენტთან გამარჯვება ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის "საუკეთესო ფურგონი", "საუკეთესო სატვირთო მანქანა" და "საუკეთესო ავტობუსი", დიდ სიამაყის გრძნობასა და მოტივაციას გვანიჭებს", - ფრიდრიხ ბაუმანი, MAN-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
კრისტოფ ჰუბერი, MAN Truck & Bus Deutschland GmbH-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენმა პროდუქციამ წელს კიდევ ერთხელ შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და ფურგონების კატეგორიებში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ და ავტობუსმა MAN Lion's Coach-მა ზედიზედ მეოთხედ დაიკავეს პირველი ადგილი ETM Awards-ის კონკურსში".

MAN TGS თვითმცლელი
კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული MAN TGS-ია, რომელიც იდეალურად არის მორგებული შესაბამის დარგობრივ მოხმარებაზე. სატვირთო გამორჩეულია მაღალი ხარისხით, გამძლეობით, გათვლილია მძიმე პირობებში ექსპლუატაციისთვის. სატვირთოში, ამავდროულად, მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
MAN TGS აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა საგზაო საცობის ასისტენტი, რომელი ზრუნავს მძღოლის კომფორტზე შეფერხებული გადაადგილების დროს Congestion Asisistant-სა და Stop&Go ფუნქციის მეშვეობით. დამონტაჟებულია MAN OptiView-ის უსაფრთხო მართვის სისტემა. ის ეხმარება მძღოლს მანევრირების, ზოლიდან ზოლში გადასვლისა და შემობრუნების დროს.

საქალაქთაშორისო და სამგზავრო ავტობუსების კატეგორიებში MAN კვლავ პირველ ადგილზეა
საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში გამარჯვება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად.
ახალი MAN Lion's Intercity LE მოქნილი და შთამბეჭდავი გადაწყვეტაა, მინიმალური "ფლობის საერთო ღირებულებით". უახლესი ავტობუსები თანამედროვე ტექნოლოგიითა და უნივერსალური აღჭურვილობითაც გამოირჩევა.

გამარჯვებული MAN Lion's Coach-ია, რომელმაც მაღალჭერიანი სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება. მისი დიზაინი და პროპორციები ისეა შექმნილი, რომ მგზავრებმა და მძღოლებმა MAN Lion's Coach-ში ჩაჯდომისთანავე იგრძნონ თავი კომფორტულად.
ამ მიზანს MAN-მა, ერთი მხრივ, - კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერით, ჰარმონიული და მუდმივად ელეგანტური ფერებით, მეორე მხრივ კი, უწყვეტი LED განათების ზოლით მიაღწია.
ახალი Lion's Coach შთაბეჭდილებას ახდენს გაუმჯობესებული სავალი ნაწილითა და საწვავის სისტემით, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები საწვავის მოხმარებას.

MAN eTGE ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს
MAN eTGE-მ ასევე ზედიზედ მეოთხეჯერ გაიმარჯვა ელექტროტრანსპორტიორის კატეგორიაში.
MAN Transporter, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი 2018 წლიდან არის ხელმისაწვდომი, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო დანიშნულების.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის, ETM Awards-ზე გამარჯვებული თვითმცლელებიც.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















