საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 14:08 | 07.06.2022 ნანახია: 680
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 9 ივნისს, სტამბაში, ექსპორტის თემაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტოსთან (SMEDA) ერთად პანელური დისკუსია გაიმართება.
შეხვედერაზე მეწარმეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
პანელური დისკუსიის დროს განხილული იქნება 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: „გალტ & თაგარტი“; „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI); სოფლის განვითარების სააგენტო (RDA); ღვინის სააგენტო, ექსპორტის განვითარების სააგენტო (EDA) და USAID ის კონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
ღონისძიების სპიკერების სია ასე გამოიყურება:
• ბაჩანა შენგელია − გალტ & თაგარტის წარმომადგენელი;
• ნიკა მამუკელაშვილი − აწარმოე საქართველო, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
• ალექსანდრე პაპიაშვილი − GCCI, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
• თორნიკე კაპანაძე − RDA, პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
• ირაკლი ჩოლობარგია − ღვინის სააგენტო, თავმჯდომარის მრჩეველი;
• გვანცა მელაძე − EDA (ექსპორტის განვითარების ასოციაცია), ბორდის წევრი;
• სალომე არღვლიანი − GIZ -ის წარმომადგენელი;
• ელენე ცხადაია − საქართველოს ბანკის, გლობალური საბანკო ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი;
• რატი ანჯაფარიძე − USAID – DAI (ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა)
"საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ SME ბიზნესებს და გავაძლიეროთ ისინი საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების სწორ დროსა და ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ არასაბანკო შეთავაზებებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომას. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, ბიზნესკურსიც, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, რომელიც SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე გაიმართება, ის დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და არსებულ შესაძლებლობებზე. გვინდა, მხარი დავუჭიროთ SME -საწარმოებს, გაზარდონ ექსპორტი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, საინტერესო პროექტების განხორციელებითა და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნით", - განაცხადა ელენე ცხადაიამ, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის:
SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. SMEDA ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, SMEDA უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















