გაფიცვის მე-11 დღე - რა ხდება ტყიბულში?
საქართველო, თბილისი - 16:15 | 24.02.2016 ნანახია: 2149
EMC-ის თანამშრომლები ტყიბულში იმყოფებიან გაფიცულ მეშახტეებთან ერთად და ადგილიდან გვაწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე.
უკვე მე-10 დღეა რაც ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები გაფიცულები არიან. დღეს მათ უკვე ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად ზესტაფონის ფეროს მუშები და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი უცხადებს სოლიდარობას.
ასევე გაფიცულებთან სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ვითარების შესასწავლად ჩავიდნენ.
მუშები სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას ითხოვენ და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას კრიზისში შესული პროტესტის მოსაგვარებლად.
აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მედიის მუშაობასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით მედია ტენდენციურობას იჩენს და სრულყოფილად არ აშუქებს მოვლენებს. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია, გუშინ ადმინისტრაციის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის გაშუქებამ, რომელიც მათი თქმით კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო“.
გაფიცულები, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურენ და აცხადებენ, რომ საწარმო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება მათ. „როდესაც ამბობენ რომ თუ არ ვიმუშავებთ პროცესი არ დაიძვრება“- განაცხადა საგაფიცვო კმიტეტის ერთერთმა წევრმა“.
მუშები ასევე აცხადებენ, რომ „თუ კადრების შემცირებაა საჭირო იმისთვის, რომ მუშებს ხელფასები გაეზარდოთ, მაშინ ლოგიკურია ადმინსიტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდეს სადაც არადეკვატურად მაღალი ხელფასები აქვთ. მუშები ასევე საუბრობენ გაბერილ კადრებზე და ნეპოტიზმზე.
გაფიცულები გამოეხმაურენ ელზა ჯგერენაიას განაცხადებას და უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორები დავის მოგვარებაში ჩართული არიან.
მუშები, მოუწოდებენ სხვადსხვა ორგანიზაციებს და ჯგუფებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ.
►მუშების ოფიციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://emc.org.ge/2016/02/23/emc-6/
ფოტო არქივიდან
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















