შიდა ქართლში 12 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 55 წლის კაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 01.06.2022
ნანახია: 596

შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს.

სავარაუდო დანაშაულის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული 55 წლის მწყემსია, მსხვერპლი კი მე-5 კლასის მოსწავლე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 12 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად სოფლის განაპირას თამაშობდა, რა დროსაც ის კაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.

მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

ბრალდებას ოფიციალურად უახლოეს საათებში წარუდგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე