წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 23:35 | 27.05.2022
ნანახია: 414

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები რძალ-მული არიან. დაშავდნენ ავტომობილში მყოფი ბავშვები, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე