ავტობანის გორის მონაკვეთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 23.05.2022
ნანახია: 447

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი.

შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე