თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 22:37 | 21.05.2022
ნანახია: 488

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ ორი კაცი, მათ შორის მოკლულის ძმა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

 რა გახდა შელაპარაკების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე