გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე

საქართველო, თბილისი - 21:11 | 13.05.2022
ნანახია: 196

საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

"ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო", - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე