ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა, სამართლიანი სასამართლოს ბრძოლის სამარცხვინო დასასრული - ხატიაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 16:14 | 23.02.2016 ნანახია: 2437
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომას მოითხოვს. "მოვითხოვ, თუ აქვს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა", - განაცხადა ხატიაშვილმა. ამასთან ის, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"როდესაც ბატონმა პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენა შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციას ბევრად უკეთესი კანდიდატი გვყავდა წარდგენილი, მაინც მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მხარში დავუდექტით ნინო გვენეტაძეს, რათა ფეხზე დაეყენებინა სასამართლო სისტემა. ადვოკატთა ასოციაციას იმედი გვქონდა, სასამართლო სისტემაში მოძლიერებულიყვნენ ახვლედიანები, რაც მურუსიძეების მმართველობის დასასრულს ნიშნავდა. სამოქალაქო საზოგადოებამ მორიგი შოკი მივიღეთ, როდესაც ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიგით მურუსიძედ გადაიქცა და ლევან მურუსიძის „სამარცხვინო იუსტიციის საბჭოსთან ერთად“, პროგრესულად მოაზროვნე მოსამართლეების დევნა დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოებამ ამდენი ბრძოლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ რიგითი მურუსიძე, ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა მივიღეთ, რაც ამ ქვეყნის სამართლიანაი სასამართლოს საბოლოოდ დასამარების დასაწყისია. სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ველოდოთ როდის ამოეწურება თავმჯდომარეობის ცხრა წლიანი ვადა ნინო გვენეტაძე-მურუსიძისას და მის გადასაყენებლად უნდა ვიბრძოლოთ.
ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოღვაწეობის ერთი წელი არის ბიძინას მეოთხე სასწაული წლის აკორდი - კოლექტიური მურუსიძეების სამართალი. ნინო გვენეტაძე იყო სამოქალაქო საზოგადოების იმედი, თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით პრინციპული ადამიანი, მაგრამ მისი პრინციპულობა მოჩვენებითი აღმოჩნდა, რაც ქართულ სინამდვილეში ხშირად ხდება.
ნინო გვენეტაძემ „ოლიგარქი ივანიშვილის“ მხრიდან განხორციელებულ ელემენტარულ წნეხს ვერ გაუძლო, რაც მისთვის დასასრულის დასაწყისი იყო. როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნინო გვენეტაძის კანდიდატი ეკატერინე გასიტაშვილი, „ოლიგარქმა ივანიშვილმა დაძირა“, ნინო გვენეტაძე უნდა გადამდგარიყო და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სრული სიმართლე ეთქვა, მაგრამ როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, ნინო გვენეტაძემ საკუთარ ღირსებაზე და ღირებულებებზე მაღლა უზენაესი სასამართლოს თანამდებობა დააყენა და რიგით მურუსიძედ გადაიქცა. სამოქალაქო საზოგადოება ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ცხრა წლიანი ბრძოლის შემდეგ, სასამართლოს რიგითი მურუსიძე ჩაიბარებდა - ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















