კრიშტიანუ რონალდუ მსახიობობაზე ფიქრობს

საქართველო, თბილისი - 14:31 | 23.02.2016
ნანახია: 1707

კრიშტიანუ რონალდუ კინოში მოღვაწეობას არ გამორიცხავს. დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

”რეალის” თავდამსხმელი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გულშემატკივრებმა შესაძლოა ჰოლივუდში იხილონ. სპორტსმენის თქმით, ამ დროისათვის ვარჯიშისა და მატჩების გამო ეს შეუძლებლია, თუმცა მომავალში მსახიობობა არ გამორიცხა.

”რატომაც არა? ამ მომენტისთვის ეს ჩემი მიზანი არ არის. მაგრამ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ეს ჩემს გრაფიკს არ ემთხვევა. თუმცა ამით მათ კარს არ ვუკეტავ, რადაგნ ეს ის არის, რაც მომწონს”, - განუცხადა გამოცემა AS -ს რონალდუმ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ნოემბერში გამოვიდა რეჟისორ ენტონი ვონკის დოკუმენტური ფილმი ”რონალდუ”. სურათში მოთხრობილია სპორტსმენის ბიოგრაფიის დეტალები, კერძოდ მისი ცხოვრება სიღარიბედან პოპულარობამდე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე