„ასე იცხოვრა და ასე წავიდა!“ - სალომე ზურაბიშვილის დედა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 23.02.2016
ნანახია: 4772

სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„ქართველი ქალები ყოველთვის იყვნენ ყველაზე გამტანნი …თუ ყოჩაღი! …”
ასე იცხოვრა და ასე წავიდა!

პანაშვიდი კვირას 12 საათზე წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში,“ – წერს ზურაბიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს

გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია პარიზში გარდაიცვალა.

კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე