ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 19:52 | 01.05.2022
ნანახია: 742

ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი იპონით დაამარცხა.

24 წლის ქართველმა კარიერაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე