იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა
საქართველო, თბილისი - 14:25 | 21.02.2016 ნანახია: 1938
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, რუსული ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღნიშნეს, აღდგენილი ქართული საბრძოლო დროშების პრეზენტაცია გამართეს და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე ესწრებოდა.
„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს. სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით მოხდა ძველი საბრძოლო დროშების აღდგენა.
მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ საქმეში. ლეგიონი არა მხოლოდ სამხედრო მომზადებას გადის და სკაუტების პოპულარიზაციას ეწევა, არამედ საქართველოს ისტორიის შესწავლის მიმარულებითაცაა ჩართული ქვეყნის მშენებლობის საქმეში", -აღნიშნა ალექსანდრე ბარბაქაძემ.
დროშების პრეზენტაციის შემდეგ, რუსული ოკუპაციის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდები იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც 95 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.როგორც გენერალ მაზნიაშილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგურმა განაცხადა, ლეგიონი თბილისის დაცველთა დღეს ტრადიციულად, ყოველ წელს აღნიშნავს.
„აქ ამოვედით ამ მეომრების გასახსენებლად და ფრონტის ხაზის გაყოლებით მოვაწყვეთ ლაშქრობა. აღვადგინეთ ძველი დროშები და შევიძინეთ ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რის შედეგადაც ლეგიონი მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს ლაშქრობების მოწყობას", - განაცხადა პაატა გიგაურმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















