პრემიერ-მინისტრმა რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველო, თბილისი - 14:51 | 20.02.2016 ნანახია: 2071
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხს ესტუმრა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მთავრობის მეთაურს იუსტიციის მინისტრმა უმასპინძლა. თეა წულუკიანმა გიორგი კვირიკაშვილს საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერებინა და მისი კონცეფცია გააცნო. იუსტიციის მინისტრმა პრემიერს მომსახურების ცენტრი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერებინა. თეა წულუკიანი გიორგი კვირიკაშვილს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის შესახებ ესაუბრა, რომელთაც სოფელ რუხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დღეიდან სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.
რუხი ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია სამეგრელოში. სოფელში გადის ორი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი (თბილისი-სოხუმი, ზუგდიდი-მესტია). სოფელს რკინიგზის ზუგდიდი-ჯვრის მონაკვეთი კვეთს. სოფლის სტრატეგიული მნიშვნელობა ადრიდანვე განსაზღვრა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. რუხი ენგურის ხიდის მეშვეობით გალის რაიონს ესაზღვრება.
როგორც რუხში, ისე მიმდებარე სოფლებში, აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა. მრავლად არიან კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებიც, რომლებიც პერიოდულად ახერხებენ ოკუპირებული ხაზის გადმოკვეთას, რაც საზოგადოებრივი ცენტრის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დაგეგმვისას რუხის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ აღნიშნული ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.
სოფელ რუხის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. აქ მკვიდრი თუ მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. კომფორტულ გარემოში ისინი მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით. სოფლის მკვიდრთ ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს.
საზეიმო გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობასა და რუხის საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისეებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი, „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძებნაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში.
პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში საქმიანობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტურად განხორციელების უნარები. პროექტი საქართველოში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.
ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხის, დაბა ჩაქვის, ხრეითისა და სადახლოს მოსახლეობას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















