თბილისში, ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი

საქართველო, თბილისი - 10:18 | 03.04.2022
ნანახია: 485

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე