დიდუბის გამგებელმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 18.02.2016
ნანახია: 1515

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ დროისათვის 4 მისამართზე მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია დაზიანებული ასფალტის მოხსნა, შემდგომ კი ასფალტის ახალი საფარის დაგება, ასევე დაგეგმილია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.

დიდუბის რაიონში 6 მისამართზე უკვე დასრულდა საგზაო სამუშაოები, 3 146 კვ.მ  ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით ინფრასტრუქტურული პროექტები დიდუბის რაიონში აქტიურად მიმდინარობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა გზების საფარის დაგება და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა.

დიდუბის რაიონის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია, 6 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე