ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება
საქართველო, თბილისი - 13:27 | 18.02.2016 ნანახია: 2028სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა რომში გამართულ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნის ცერემონიას იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა დაესწრო.
IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრა, ფონდის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების მონაწილეობით, წელიწადში ერთხელ იმართება. წელს შეხვედრაში 70-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებისა და ეროვნული პოლიტიკის თანხვედრის საკითხები განიხილეს და 2015 წელს განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ჭრილში ინკლუზიური ინვესტიციების თემებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტმა, კანაიო ნუანზემ მოხსენებით გამოსვლისას ყურადდღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინკლუზიური ინვესტიციების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე და შიმშილი უნდა დასრულდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ დანელია IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორს, ხალიდა ბუზარის და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ქუვეიტისა და კატარის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობებს, მათ შორის, აკვაკულტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განხორციელებას.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში 1997 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს, რომელთა მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტქუქტურის გაუმჯობესებაა. 2016 წელს საქართველოში 30,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია მცირე ფერმერების შემოსავლების ზრდა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















