სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:58 | 12.03.2022
ნანახია: 394

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვია. დაშავებულია 9 წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინოს დახმარების ბრიგადამ გორის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე