შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 18.02.2016
ნანახია: 1524

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
10:30 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე