18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 10:04 | 18.02.2016
ნანახია: 1422

18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადო მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„10:30 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება”, აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე