კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 15:36 | 17.02.2016
ნანახია: 1553

კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოებს დაესწრო. სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც აქამდე არ არსებობდა სავალი გზა, დაიგება ახალი 3 430 კვ.მ  ასფალტის საფარი.

ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ბერძნის ქუჩაზე, სადაც დაიგება 2 870 კვ.მ ასფალტი და გაკეთდება ბორდიული, სამუშაოები აქტიურად ხორციელდება იეთიმ გურჯის I შესახვევშიც, სადაც დაგეგმილია 700 კვ.მ ასფალტის დაგება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე