მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 23:08 | 07.03.2022
ნანახია: 379

მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ნატა ფერაძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიორგი მჟავანაძე.

პოლიციელის თქმით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. ისინი უკრაინაში ომში საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე