დავით ნარმანია სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 10:22 | 17.02.2016 ნანახია: 1773
თბილისის მერი დავით ნარმანია, 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას და ფოტო-კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება თბილისის მერიის დაფინანასებით მოეწყო.
გამოფენა „სპორტფოტო 2015”, წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა მეტი რაოდენობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2015 წლის შემაჯამებელ კატალოგში შევიდა დაუვიწყარი კადრები თბილისში გამართული: ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან, ევროპის ჩემპიონატიდან ძალოსნობაში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან „თბილისი 2015“, უეფას სუპერთასიდან და ა.შ
“ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რადგან ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. გასულ წელს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს. ორივე ბრწყინვალედ ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაიყო, რამაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისა და შეჯიბრის მასპინძლობა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
პროექტის ავტორების განცხადებით, მსგავსი გამოფენები და კატალოგები გულშემატკივარში ქართული სპორტისადმი ინტერესის გაღვიძებას და სპორტის ამა თუ იმ სახეობის გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიდაესწრნენ.
წლევანდელ პროექტში მონაწილეობა 26-მა სპორტულმა ფოტოგრაფმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულადაც.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















