შსს-მ თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:13 | 17.02.2016
ნანახია: 1425

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ დავით მ-ს და 1985 წელს დაბადებულ ჯიმშერ ჯ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.
სამართალდამცველებმა შალვა ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ყვარელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე