წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 16.02.2016
ნანახია: 1873

ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ვაკის რაიონის გამგეობასთან და თბილისის მერიასთან ერთად წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ აგრძელებს 2015 წლის 13-14 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას, რაც ამჯერად შესაძლებელი გახდა შემდეგი კომპანიების დახმარებით: ბანკი რესპუბლიკა, BP საქართველო, ვიმ-ბილ-დან საქართველო, Delloite, KPMG.

ზემოაღნიშნულ ტექნიკას დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია ლოლაძე და  ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე