ვეტერანებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 16.02.2016
ნანახია: 1479

სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ვეტერანებმა საპროტესტო აქცია ვერის ბაღში გამართეს, მოგვიანებით კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ისინი, კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, ასევე ითხოვენ აღუდგეთ შეღავათები ელექტროენერგიაზე, გაზზე, მედიკამენტებზე, გაიზარდოს პენსია და შენარჩუნებულ იქნას ჰოსპოტალი. აქციის მონაწილეებმა ვეტერანთა სამსახურის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. 

ვეტერანები ხელსუფლებას ამ მოთხოვნების შესაასრულებლად 5 დღიან ვადას აძლევენ.  

აქციის მონაწილეები 27 თებერვალს აპირებენ დიდი ყრილბა გამართონ, სადაც ხელისულფების წამრომადგენლებსაც ელოდებიან, და აცხადებენ, რომ თუ მთი მოთხოვნები არ შესრულდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე