ერთ ღამეში განადგურებული თეატრი - რა მოხდა „ათონელის თეატრში“?!
საქართველო, თბილისი - 14:49 | 16.02.2016 ნანახია: 4946
„თეატრი ათონელზე“ დაიწვა - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართობი, რაც თეატრის მეიორე სართულს და სასცენო გადახურვას მოიცავს.
მთლიანადაა დამწვარი სარეპეტიციო, განადგურებულია ტექნიკა, განათებები, ფარდა, სცენის გარკვეული მონაკვეთი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ექსპერტიზა.
შემთხვევის ადგილიდან „პრაიმნიუსჯორჯია“ ექსკლუზიურ ფოტომასალას გთავაზობთ.
ამ წუტებში, თეატრის შენობასთან მსახიობები არიან შეკრებილები.
ლილი ხურითი, მსახიობი:
ახლა შევიტყვე და გადარეული მოვედი. ეს იყო ყველაზე ლამაზი სივრცე მსახიობებისთვის, რეჟისორებისთის. პატრა, მყუდრო თავშესაფარი და ეს რა დაგვემართა. ასე, ნამდვილად არ დარჩება ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აღდგება ეს თეატრი და დაგვეხმარებიან.
მამუკა ლომაშვილი, მსახიობი, რეჟისორი:
დილით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და გამაგებინა ეს ამბავი. ძალიან გაოგნებული ვარ, მოვედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ძალიან ბევრი ხელოვანისთის განსაკუთრებულ ადგილს და სივრცეს წარმოადგენდა ეს თეატრი.
თქვენთვის თუ არის ცნობილი, ზარალის რაოდენობა რამდენს შეადგენს?
თანხობრივად ზუსტად რამდენს შეადგენს ზარალს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ მთლიანად დამწვარია სარეპეტიციო, განადგურებულია ტექნიკური მხარე, განათებები, ფარდები, კიბეები. დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია თუ საკრებულო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ თეატრს და ყველაფერს გააკეთებს იმისთის, რომ მალე შეძლოს თეატრმა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. ამ თეატრში, მაჩაბელას სახელობის მოზარდთა და ბავშვთა თეატრის სპექტაკლები შეჩერებულია და იმედია, რომ ერთიანი ძალისხმევით მალე აღსდგება ყველაფერი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი თუ არის ცნობილი?
არაფერია ცნობილი. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებსაც.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















