ხანძარი თბილისში - საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 16.02.2016
ნანახია: 1504

თბილისში, კოტე აფხაზაის ქუჩაზე სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სხვენზე გაჩნდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტრო სადენებმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო 14 ერთეული სახანძრო მანქანა.

ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.  

ფოტო არქივიდან




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე