საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 16.02.2016
ნანახია: 1578

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დაადენილია, რომ მეწარმები - თეიმურაზ თავაძე, გიორი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს, რამაც მომხმარებლის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვია.

სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1 - დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე