ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 16.02.2016
ნანახია: 1617

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ე.წ კაბელების საქმეზე. დაიკითხებიან მოწმეები.

დეტალები ადვოკატებისთვის უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ წინა პროცესზე ბრალდების მიერ წარმოდგენილმა ორმა მოწმემ ჩვენებები მათ სასარგებლოდ მისცა და სწორედ დაცვის მხარის პოზიციები გაამყარა.

წინა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ”დელტა კომის” წარმომადგენელი დაიკითხნენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე