მამუკა არეშიძე: უბედურება ის არის, არ ვიცით, ხელისუფლება რამდენად მყარად ფლობს არაბული ინტერესების შესახებ ინფორმაციას
საქართველო, თბილისი - 11:01 | 29.09.2015 ნანახია: 4567
ბოლო დროს პრორუსული ხასიათის აქციების პერმანენტულობამ, საზოგადოების განწყობებზე არაერთგვაროვნად იმოქმედა, თუმცა, მანამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგნიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან, რუსეთიდან იქნება თუ დასავლეთიდან, მათი 70% პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. რასაკვირველია, არის ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივი განათლების, იდეოლოგიის, ჯანდაცვის თვალსაზრისით მუშაობენ, მაგრამ ჩრდილოეთ-დასავლეთის მიუხედავად, 50% პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და საქართველოში ახლა მას სამხრეთიც დაემატა. უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც არაბული და თურქული ფულით საზრდოობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯიას“ კავკასიის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა
- აზიური კაპიტალის შემოდინებაზე საქართველოში ხმამაღლა არავინ საუბრობს და არსებობს თუ არა საშიშროება, რომ ამ მიმართულებითაც მალე ახალი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ?
- არსებობს და, უბრალოდ არ მინდა „ფრჩხილები“ გავხსნა. არაბული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები დღეს ძალიან აქტიურად მუშაობენ არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში, მარნეულში, კახეთის ზოგიერთ რაიონში, არამედ დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაში.
- აქვს თუ არა ამას კავშირი იმ პროცესებთან, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს?
- ყველაფერი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ მხოლოდ „ისლამურ ხალიფატზე“ საუბარი არ იქნება სწორი, რადგან ეს ფასადია და გეოპლიტიკური თამაშები სულ სხვა რამ არის. გეოპოლიტიკური თამაშების ეპიცენტრში თუ არა, პერიფერიაზე მაინც ვართ და სერიოზულად არის ჩვენი ტერიტორია ჩართული, თორემ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლება ამ საქმეში არ მონაწილეობს.
- რა შეიძლება მოუტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადმა პროცესებმა სახელმწიფოს ვთქვათ 5 წლის შემდეგ, არის თუ არა ყველაფერი დამოკიდებული მსოფლიოს დიდი ქვეყნებზე და მხოლოდ მათი მხრიდან შეიძლება მოგვარება?
- როგორ უვლიან დიდი ქვეყნები ამ პრობლემას, კარგად გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვგულისხმობ საფრანგეთს და გერმანიას. ინგლისის აქტიურობა უფრო პროდუქტიულია, რადგან მან გარკვეული პროცესების ლოკალიზება მოახდინა. ინგლისმა დაუშვა 50-60-იან წლებში დიდი შეცდომა, როცა კარი გაუღო აბსოლუტურად ყველა მიგრანტს, მაგრამ მერე დაამუხრუჭა. საფრანგეთია ის ქვეყანა, რომელმაც ერთხელ რომ კარგი გაუღო მიგრანტებს, დღემდე ვერფარით ვეღარ დახურა. აქედან გამომდინარეა, რომ მაგალითად, დღეს, ქ. მარსელში 60% სხვადასხვა თაობის მიგრანტი ცხოვრობს, დღეს მარსელი არის სერიოზული ხიფათის შემცველი როგორც თავისი ეთნიკური და იდეოლოგიური შემადგენელით და ამავე დროს იგი წარმოადგენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ცენტრს. ასევეა გერმანიის ზოგიერთი კუთხე, თუმცა საფრანგეთს მსგავსი მდგომარეობა ჯერ არა აქვს. ნახევარი მილიონი დევნილი შეჭრილია დღეს ევროპაში, მათი რიცხვი მატულობს და ამის საკმაოდ დიდი ნაწილი მოხვდა გერმანიაში.
- რა შედეგი შეიძლება დადგეს საქართველოში, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეიქმნა „ხალიფატის“ ფილიალი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ფუნქციები აკისრია...
- სხვადასახვა დროს ჩამოსული დევნილები საქართველოშიც არიან. ამ დროისთვის სირიიდან და ერაყიდან დევნილის სტატუსი 100 ადამიანს აქვს მიღებული, 250 კი, რიგში დგას. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზარდა. დაახლოებით 20 ათასს მიაღწია ზაფხულის განმავლობაში ამ რიცხვმა, რაც არასდროს მომხდარა. ამ ხალხს იმის საშუალება ბევრად მეტი აქვს, რომ იმ ქვეყნებში დაისვენონ, სადაც ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთესია. ამ ზაფხულს საინტერესო ფაქტსაც წავაწყდი: მაგალიდად, ფასანაურში სტუმრობისას, ერთ-ერთმა ადგილობრივმა რესტორნის მეპატრონემ ყურში ჩუმად გვითხრა, თუ გინდათ, ღორის მწვადებს შეგიწვავთო. ძალიან გაგვიკვირდა ღორის მწვადი ჩუმად რატომ უნდა შეეწვა და თურმე, ეს არ უნდა გაეგოთ იმ არაბ სტუმრებს, რომლითაც სავსეა იქაური მთები. ვკითხე, ამათ აქ რა უნდათ მეთქი და მთებს ათვალიერებენო. ვიცნობ მე ამ ადამიანების მენტალიტეტს და მთების დამთვალიერებელი შეიძლება 1% იყოს, მაშინ, როდესაც იქ წარმოდგენილი იყო ჩამოსული არაბი ტურისტების ნახევარი. ტრაგედია ის კი არ არის, რომ არაბები საქართველოში ჩამოდიან, თავშეყრის ადგილია აღმაშენებლის გამზირზე აქვთ და არაერთი არაბული რესტორანიც აქვთ გახსნილი, არამედ, უბედურება ის არის, რომ არ ვიცით, ვითარებას რამდენად მყარად ფლობს ჩვენი ხელისუფლება და სპეცსამსახურები, რამდენად მყარად არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში იმ ინტერსეთა პაკეტი, რომელიც გააჩნია საქართველოს მიმართ ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებს. მე პირადად ეს არ ვიცი, მაგრამ არაბული სამყაროს ინტერესების თაობაზე ბევრი რამ ძალიან კარგად ვიცი. როდესაც კავკასია შესულია ხალიფატის სივრცეში, ეს არ არის დემაგოგია და ტრაბახი, არამედ, ეს არის არაბული პოლიტიკური წრეების ნააზრევი. ეს „ისლამური ხალიფატის“ ხელმძღვანელობას კი არ მოუვიდა თავში, არამედ დიდი ხნით ადრე, საუდის არაბეთის ნახევრად ოფიციალური ჯგუფები ახდნედნენ ამ იდეის პრეზენტაციას. დღეს თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ამჟამინდელი პრემიერი დავით -ოღლუ არის ავტორი იდეისა, რომლესაც ქვია „პან-ოსმანიზმი“ და გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას იმ სივრცეში, (მათ შორის კავკასიაშიც) რომელშიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერია არსებობდა. არაბული ხალიფატის იდეის მატარებლები ზუსტად იგივე სივრცეში აპირებენ საკუთარი გავლენების აღდგენას, რომელიც მათ მე-9-11 საუკუნებში ჰქონდათ.
-რამდენად რეალიზებად იდეებად გეჩვენებათ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ?
- ეს პროცესი ნელ-ნელა მატებადია. რაც დღეს აჭარაში ხდება, ეს ხომ 10 წლის წინ არ ხდებოდა? რაც დღეს აღმაშენებლის გამზირზე ხდება, ის ხომ არ ხდებოდა 5-6 წლის წინ? ასე მარტივად უყურებდნენ ამ პროცესს ზოგიერთი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები და მერე რა შედეგი მიიღეს, ისიც ვნახეთ. ფსევდო - ტოლერანტობა და შემწყნარებლობა, რომელიც ევროპაში დღეს არის აღიარებული, ბუმერანგივიუთ უკან შემოუბრუნდათ. ჩვენც და ისინიც საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ამის მიხედვით ავაგოთ ჩვენი საიმიგრაციო, ტურისტული პოლიტიკა იქნება, თუ სხვა რამ.
”პრაიმნიუსჯორჯია“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















