პრემიერ-მინისტრი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 15.02.2016
ნანახია: 1728

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის" წევრებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ კახნიაურმა და კავშირის ვეტერანებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს 27 წელი გავიდა 1989 წლის 15 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც, ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი დატოვეს. ე.წ ინტერნაციონალური მისის შესრულებისას 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე