სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 30.01.2022
ნანახია: 383

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება.

მომხდარის შემდეგ კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის წარსულში ნასამართლევია და შეწყალებით არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე