ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ექთანი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 21.01.2022
ნანახია: 450

ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა - ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავრცელებს.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. პაციენტმა მორიგე ექთანს ჭრილობები დანით, სახისა და ყელის არეში მიაყენა.

ასოციაციის ცნობით, ექთანმა გაიარა რთული რეაბილიტაციის კურსი და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტი სასჯელაღასრულების მე-18 დაწესებულებაშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე