ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს, დაკავებულია 3 პირი

საქართველო, თბილისი - 19:02 | 18.01.2022
ნანახია: 423

ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს. მომხდარზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დაშავებულ სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე