ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ თანამშრომლებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 17.01.2022
ნანახია: 271

ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.

ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.

იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები. ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე