თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 17.01.2022
ნანახია: 380

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე კაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ის სოფელ კისისხევსის მკვიდრი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე