სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებმა დევნილმა, პროტესტის ნიშნად, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 18:19 | 16.01.2022
ნანახია: 462

სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა.

52 წლის მამაკაცი შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დევნილები სამართალდამცველებს ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვანების უფლებას არ აძლევენ.

სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე