გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 15.02.2016
ნანახია: 1511

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა. სამინისტროს მიერ „მყარი სასარგებლო წიაღისეულისა და მიწისქვეშა წყლების მარაგების გამოთვლის სახელმწიფო ინსტრუქციების’’ პროექტები შემუშავდა. მინისტრის მოადგლემ შეხვედრის მონაწილეებს ინსტრუქციების პროექტი გააცნო, რომელიც განხილულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრების მიერ.

მარაგების გამოთვლის ანგარიშები, რომლებიც შემუშავდება ინსტუქციების შესაბამისად სახელმწიფოს ხელს შეუწყობს რაციონალურად მართოს ქვეყნის მინერალური რესურსები და უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვების პრაქტიკა.

შეხვედრას სამეცნიერო წრეების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზნანტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე