სოფელ მუხროვანში, ტყესთან კაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 09.01.2022
ნანახია: 445

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში, ტყესთან 38 წლის კაცის ცხედარი ნახეს, ადგილობრივებმა ცხედარი გამთენიისას იპოვეს. კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი. სავარაუდოდ,  თვითმკვლელობის შემთხვევაა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე